ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტი -„მუზეუმები და ჩვენ“ განახორციელა
26-02-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტი - „მუზეუმები და ჩვენ“ განახორციელა.
პროექტის მიზანი აჭარის ტერიტორიაზე განთავსებული მუზეუმების შესახებ მოზარდებში ცნობადობის ამაღლება იყო.
კლუბის აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფები აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმს, გონიო-აფსაროსის მუზეუმს, მეჯინისწყლის (ბორჯღალოს) მუზეუმს, რელიგიის მუზეუმს, ძმები ნობელების მუზეუმს და ქობულეთის მუზეუმს ესტუმრნენ.
„მოსწავლეებმა მუზეუმებში ვიზიტის დროს საინტერესო მასალები მოიკვლიეს, მუზეუმის სარეკლამო პრეზენტაციები შექმნეს და პროექტის დასკვნით ეტაპზე სკოლის საზოგადოებას წარუდგინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს