ჭრებალოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
26-02-2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მე-8 კლასის მოსწავლეების გვანცა გორდეზიანის, ლიზი ალავიძისა და თინათინ სილაგაძის ორგანიზებით მოეწყო.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილეს და საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს