შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხატარაშვილი გამოფენაზე საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა
26-02-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ჩხატარაშვილი სამხატვრო გამოფენაზე საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.
ზამთრის ვერნისაჟი ოზურგეთის სურათების გალერეაში გაიმართა, სადაც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამხატვრო სკოლების, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზები და სხვა საჩუქრები კონკურსში გამარჯვებულებს გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, გურიის მხატვართა კავშირმა, გურიის კულტურის ფონდმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა ოზურგეთის ორგანიზაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადასცეს.
სკოლა გიორგი ჩხატარაშვილს ულოცავს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს