ჩააბარებენ თუ არა მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს და რა შემთხვევაში აიღებს მოსწავლე ატესტატს?
26-02-2020

მე -12 კლასის მოსწავლისთვის სკოლის წარმატებით დასრულებისა და ატესტატის მისაღებად, წლის ბოლოს ყველა საგანში მინიმუმ 5.0 ქულის გამოყოლაა აუცილებელი - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

რაც შეეხება სკოლის დამამთავრებელი გამოცდებს, უწყებაში განმარტავენ, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჩაუტარდებათ თუ არა, ეს უშუალოდ სკოლის გადასაწყვეტია. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, სკოლებს შეუძლიათ მოსწავლეებს შიდა გამოცდები თავად ჩაუტარონ. 

როგორც ცნობილია, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდები, გასულ წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით გაუუქმდათ. აღნიშნულის მიზეზად კი მოსწავლეების სკოლისკენ მიბრუნება დასახელდა, რომ მოსწავლეები გამოცდის ჩაბარებაზე კი არ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი, არამედ განათლების მიღებაზე. თუმცა სკოლის დირექტორების მოსაზრება ამ საკითხზე განსხვავებულია. 

იხილეთ ასევე: „დააფიქსირეთ - მეთორმეტეკლასელის სკოლაში მუშაობა არის ნული!“ - სკოლის დირექტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებას აფასებენ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203