„გაფითრებული თებერვალი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კლასის საათი მიუძღვნეს
26-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში 25 თებერვალს ჩატარდა კლასის საათი - „გაფითრებული თებერვალი.

კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძეა.

კლასის საათი მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის დღეს - 25 თებერვალს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კლასის დამრიგებელმა და ისტორიის მასწავლებელმა თამილა თუთბერიძემ მიმოიხილა საქართველოს იმდროინდელი საშინაო და საგარეო ვითარება.

მოსწავლეებმა გრეტა დვალიშვილმა და მარიამ ვეფხვაძემ ისაუბრეს ქართველი იუნკერების როლზე საქართველოს ისტორიაში, იმ ბრძოლების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან.

ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტალური მასალები ამ პერიოდის შესახებ, რამაც ბავშვების დააინტერესა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203