წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საკლასო მუზეუმი მიუძღვნეს
26-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა.

IX კლასის დამრიგებელი ლალი სამნიაშვილი გახლავთ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ​ისტორიის მასწავლებელმა იზო ჯანგავაძემ მოსწავლეებთან ერთად მოაწყო საკლასო მუზეუმი, სადაც გამოფენილი იყო ეროვნული გმირების ფოტოები, საბჭოთა საქართველოს დროინდელი სიმბოლოები. მასალები საქართველოს გასაბჭოებისა და საბჭოთა საქართველოს შესახებ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203