თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეზე პრეზენტაცია მოამზადეს
26-02-2020

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეზე პრეზენტაცია მოამზადეს.

IX კლასის მოსწავლეები V კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა, რა მოხდა 25 თებერვალს. მეცხრე კლასელებმა ბავშვებს უამბეს, რომ ეს დღე საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ნაწილია და ყველამ უნდა იცოდეს, რა მოხდა 25 თებერვალს.

IX კლასის მოსწავლეებმა მეხუთე კლასელებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს და საბჭოთა ოკუპაციის დღეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააცნეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ ამბებს საქართველოს ისტორიულ წარსულზე.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203