
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ცისარტყელას“ წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ხილის დეგუსტაცია მოუწყვეს. მოსწავლეებმა ხილის შესახებ პრეზენტაცია ტრენინგის სახით წარადგინეს.
ეკოკლუბელებმა აირჩიეს ის ხილი, რომელიც ზამთარ–გაზაფხულის პერიოდში გვხვდება.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეკოკლუბის წევრებმა ამომწურავი და ფართო დახასიათება მისცეს ყველა სახეობას და მსმენელებს გააცნეს ჯანმრთლობისთვის სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.
იხილეთ ფოტოები