ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კონფერენცია მიუძღვნეს
26-02-2020
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციის მიზანი მოსწავლეებში დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ეპოქის კრიტიკული გააზრება, საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებების ჩამოყალიბება და მეცნიერული კვლევის უნარების განვითარება იყო.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები, რომლებშიც კრიტიკულად გაიაზრეს გარკვეული საკითხები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. მათ თავიანთი მოხსენებებით შეძლეს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და დაინტერესება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.