თბილისის N60 საჯარო სკოლაში ფერწერული ნახატების გამოფენა მოეწყო
26-02-2020
თბილისის N60 საჯარო სკოლაში თემაზე -„ზამთარი“ მოსწავლეთა ფერწერული ნახატების გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეები გამოფენის მოწყობის იდეით ძალიან დაინტერესდნენ და ნახატებიც დიდი სიამოვნებით დახატეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა.

„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, ნანა გიგაურმა, მოსწავლეებთან ერთად ზამთარი გუაშის ფერებით გააცილა“,-წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203