
ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს და იუნკერებს პატივი მიაგეს.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს და ისაუბრეს ამ დღისა და საქართველოს ისტორიის ამ ავბედით მოვლენებზე. მათ პატივი მიაგეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში მონაწილე და დაღუპულ იუნკერებს“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.
იხილეთ ფოტოები