ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში „კითხვის საათი“ ჩატარდა
26-02-2020
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIბ კლასის მოსწავლეებს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში „კითხვის საათი“ ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე ვხედავ მზეს“ ნაწყვეტები წაიკითხეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კითხვის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დ კმაყოფილებიც დარჩნენ.
VIIბ კლასის დამრიგებელი მაია აბესაძეა.
5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.