
ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIგ კლასის მოსწავლეებმა „მკითხველთა თეატრი“ მოაწყვეს.
IIგკლასის დამრიგებელი ნატალია აბუსერიძე გახლავთ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საგაკვეთილო თემა იყო: „ძველი კალოში“.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, რითაც ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ. ბევრიც იხალისეს, რადგან მთელი გულით ცდილობდნენ მოერგოთ თითოეული პერსონაჟის როლი.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, კვლავ მოაწყონ „მკითხველთა თეატრი“ სხვა საგაკვეთილო თემებზე.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები