„მიყვარხარ, დამოუკიდებელო საქართველოვ!“ - ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
26-02-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის N1 საჯარო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა ქიაჩი კიდევ ერთი ღონისძიება მოაწყო.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „მიყვარხარ, დამოუკიდებელო საქართველოვ!“, რომელის მიეძღვნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას 1921 წლის 25 თებერვალს.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ბოლშევიზმის გავრცელებაზე, იუნკერთა გმირობაზე. ლექსები, მოგონებები, ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ფოტო და ვიდეო კადრები გულში ჩამწვდომი მუსიკის ფონზე, შესანიშნავ საღამოდ იქცა.

მადლობა კლუბ „ქიაჩს“, მის ლიდერს, თეკლე შონიას, მონაწილე მოსწავლეებსა და კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ ციალა სამუშიას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203