ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის izrune.ge-ს ტესტირებაში აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები ტესტირებაში შედეგებს- „ბრწყინველე“ და „კარგი“ იღებენ. მათ ოქროსა და ბრინჯაოს დიპლომები აქვთ მიღებული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით,
izrune.ge-ში ჩართულობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია.
„
izrune.ge-ს ტესტებს ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით და ხალისით გადიან. მე, როგორც მშობელი, მადლობას ვუხდი მთელს
izrune.ge-ს გუნდს! ბავშვები ინტერესით ეძებენ საკითხავ ლიტერატურას, რაც ძალიან მახარებს! ჩემი შვილები ამ სკოლაში სწავლობენ და
izrune.ge-ში ჩართულები არიან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
იხილეთ ფოტოები