წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კვირეული ტარდება
26-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კვირეული - „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ მიმდინარეობს.
კვირეულს სამოქალაქო კლუბი „მერმისი“ ხელმძღვანელობს.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის, იულია კუხალაშვილისა და მშობლების დახმარებით მათი თანატოლებისათვის ტანსაცმელი შეაგროვეს, სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ვიდეო რგოლი ნახეს და ახალი აქტივობა, ვიზიტი ბავშვებთან დაგეგმეს.