ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
26-02-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დირექტორის, თინათინ ბეჟაშვილისა და ისტორიის მასწავლებლის, დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით საბჭოთ ოკუპაციის დღადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში VIII კლასის მოსწავლეები  მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელ დათუნა გოქაძესთან ერთად პრეზენტაციები  მოამზადეს VIII კლასის  მოსწავლეებმა: მარიამ ჭეიშვილმა, ქეთი ნიკოლაძემ, თემურ ამბროლაძემ, ნოდარ ბუიღლიშვილმა, ნინი ხოხიაშვილმა, ლიზი გიორხელიძემ და საბა გოქაძემ. ინფორმაციები ეხებოდა  ეროვნულ  გმირებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმს შეეწირნენ.
დათუნა გოქაძემ  ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე, თუ  რა დატვირთვა ჰქონდა 25 თებერვალს საბჭოთა  საქართველოში.

ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს  ომში დაღუპულ  გმირებს წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური  რეჟიმი  დამყარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203