თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
25-02-2020
თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა პოეტები - თემურ ელიავა, თემურ ბიწაძე, რაჟდენ გველესიანი, ბონდო ტაბატაძე, ინკოგნიტო (გიორგი ჯიმშელეიშვილი) იყვნენ მიწვეულნი.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლე მარიამ ხაჭვანმა 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ ისაუბრა. ამავე სკოლის მოსწავლე თეონა კასიაშვილმა თემურ ელიავას ლექსი „ღმერთთან საუბარი“ წაიკითხა და პოეტმა მას ავტოგრაფით თავისი ლექსების კრებული გადასცა.
ღონისძიებას ამავე სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი, პედაგოგები და უფროსკლასელები ესწრებოდნენ.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს