წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა
25-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელწოდებით- „გაფითრებული თებერვალი“ კლასის საათი ჩატარდა.

VIII კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ინგა არაბიძესთან და ისტორიის მასწავლებელ ფიქრია გიორხელიძესთან ერთად პრეზენტაციები მოამზადეს. ნინი ხაჭაპურიძემ, ლიზა ასათიანმა და მარი გოდილაძემ კედლის გაზეთი შექმნეს. გაზეთში განთავსებული ინფორმაციები ეხებოდა ეროვნულ გმირებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმს შეეწირნენ.

ლუკა კიკატუნიძემ ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე. გურამ აფხაძემ წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი „1921წლის 25 თებერვალი“.

დირექტორის მოადგილემ, დალი სილაგაძემ, გაიხსენა თუ რა დატვირთვა ჰქონდა 25 თებერვალს საბჭოთა საქართველოში. კლასის საათის ბოლოს ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203