ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან ტრენინგში მონაწილეობდნენ
25-02-2020

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხულოს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ტრენინგს დაესწრენენ და აქტიურად ჩაერთვნენ.

ტრენინგის თემა იყო „მოდით, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“.

მოსწავლეებთან ერთად იყო ინგლისური ენის პედაგოგი თინანო სანიკიძეც.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრენინგი ინგლისურენოვანი იყო და ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ ხარაულის საჯარო სკოლის, ნინოწმინდისა და ჭიათურის ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები. ინგლისური ენის პედაგოგები და მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203