მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორმა „ეტალონის“ I ეტაპის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა
25-02-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორმა „ეტალონის“ ეტაპის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა. 

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლის განვითარებას და მოტივაციას უწყობს ხელს.

„მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჭეიშვილმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატი გადასცა 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ კონკურსის I ეტაპის წარმატებულ მონაწილეებს, დიანა კახაძესა და თინათინ მეგრელაძეს.

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ეტალონში“ მონაწლილეობა კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია მოსწავლეთა გონივრული განვითარების წინსვლისა, მოტივაციის ამაღლებისა და წარმატებისაკენ უპირობო სწრაფვისა.

„ეტალონი“ მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პროექტია!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203