''ეტალონი'' მესტიას სტუმრობს - დღეს მუნიციპალიტეტის ''ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
28-09-2016









სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს მესტიას სტუმრობს. 

   
 
მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. 
ინტელექტ-შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.  


 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.  

  





დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "მესტიის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

  



"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 





პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203