ფერიის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დაათვალიერა
25-02-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, დაათვალიერა.

მინისტრმა სამშენებლო სამუშაოები პირველ მოადგილესთან, ჯემალ სურმანიძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ეკატერინე დგებუაძესთან, ერთად დაათვალიერა.

მაია ხაჯიშვილი და ეკატერინე დგებუაძე აფხაზური ენის გაკვეთილს დაესწრნენ. სკოლაში მსმენელების ორი ჯგუფი ფუნქციონირებს და მათ ლიანა აიკუცბა ასწავლის.

სოფელ ფერიაში ​430 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება, სადაც მოეწყობა ოთახები კომპიუტერებისა და ლაბორატორიისათვის, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული და სააქტო დარბაზები. მშენებლობის ღირებულება შეადგენს 3 444 444 ლარს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203