ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილი ჩატარდა
25-02-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მეხუთე გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს პედაგოგი დარეჯან ტუსკაძე გაუძღვა.

გაკვეთილის მიზანი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და საქართველოში არსებული პროფესიათა სფეროების გაცნობა იყო.

მოსწავლეებში სავარჯიშომ „პროფესია-სპეციალობა“ და ჯგუფურმა სამუშაომ - „პროფესიის პრეზენტაცია“ დიდი ინტერესი გამოიწვია.

მასწავლებელმა გაკვეთილი შეაჯამა და მოსწავლეთა მიერ დასმულ  შეკითხვებს უპასუხა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას პროფესიათა მახასიათებლების შესახებ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203