
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა და ეკოკლუბის წევრებმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და ტანსაცმელი გადასცეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს კეთილი საქმის კეთების გამო.