ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გიორგი ლეონიძის შემოქმედებას პრეზენტაცია მიუძღვნეს
25-02-2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის VIII კლასში გიორგი ლეონიძის შემოქმედებაზე პრეზენტაცია ჩატარდა.

თემა მოსწავლემ, გიორგი მოსულიშვილმა, წარმოადგინა.

მან „მარიტას“ ცხოვრების შესახებ ისაუბრა, ძველი დღესასწაული „არიფანა“ გაგვახსენა, აღნიშნა რა „მარიტას“, როგორც ლირიკული პერსონაჟის მხატვრული სახე და „მარიტა - სიმბოლო სილამაზისა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია ძველი და ახალი ტრადიციების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებაც.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203