ზერტის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებით ხორციელდება
25-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებით ხორციელდება.

„პედაგოგები პირველ სემესტრში მიღებულ თეორიას უკვე პრაქტიკულად ახორციელებენ მათ მიერ შექმნილი მატრიცების მიხედვით, რითაც ძალიან კმაყოფილი და გახარებულია ამ მოდელის ქოუჩი, ნინო როსტომაშვილი“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მისი ჩატარება რეგიონებშიც იგეგმება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203