
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ნაცვალაძე ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს ნახატით გამოეხმაურა.
„დავხატე წვეთი, რომელიც შპრიციდან გადმოდის და მასში მოქცეულია ჩინეთის რუკა. წვეთს აქვს მრგვალი ფორმა, რომლითაც მინდა მსოფლიოს მოსახლეობა ჩაერთოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაში. საკმარისია ერთი წვეთი მოსახლეობის გადასარჩენად“, - ამბობს გიორგი.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ნახატი წარდგენილი იყო ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მეცხრედ ჩატარებულ გამოფენა-კონკურსში „ზამთრის ვერნისაჟი“.