ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოპოვებული გრანტით სკოლისთვის ინვენტარი შეიძინეს
25-02-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლეები ევროპის ფონდის გამოცხადებულ პროექტში - „სვანეთის ახალგაზრდული იდეა“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, გრანტი მოიპოვეს. გრანტით მეთერთმეტეკლასელებმა სპორტული ინვენტარი შეიძინეს და 20 თებერვალს მინი-ფეხბურთში შეჯიბრი ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაზაფხულზე კი იგეგმება ფართო მასშტაბის შეჯიბრი, სადაც მიწვეული იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203