ალასტანის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღე აღნიშნეს
24-02-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა მანუშაკ მელიკიანმა გაუწია. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ღონისძიებით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203