დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
24-02-2020

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

„ქალბატონ ნარგიზ ვაშაყმაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს „ეტალონმა“ მოსწავლეებში მეტი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია. შესაბამისად, მოტივაციაც მაღალი იყო.

სკოლის დირექცია და მოსწავლეები მადლობას უხდის  „ეტალონის“ დამფუძნებლებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203