გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის სათბურის ტერიტორია დაასუფთავეს
24-02-2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „Eco girls“ სკოლის სათბურში ტრადიციული საქმიანობები განაახლა.

პირველი ნაბიჯი სათბურის ტერიტორიის დასუფთავება იყო, რასაც მოსწავლეებმა მარტივად გაართვეს თავი. აქტივობაში არა მხოლოდ პროექტის მონაწილე მოსწავლეები, არამედ მოსწავლეთა თვითმმართველობის, კლუბის წევრები და სხვა აქტივისტები ჩაერთნენ.

„სათბურის ტერიტორია დასუფთავებულია და მიწა მზად არის დამუშავებისთვის. ეკოკლუბელები მოუთმენლად ელოდებიან შემდგომ საქმიანობას, ნაშრომის შედეგს. ასევე, გვპირდებიან საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

აქტივობა ნიკოლოზ კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203