წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, პროექტის - „სკოლა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, კლასის საათი ჩატარდა
24-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X კლასში, სასკოლო პროექტის - „სკოლა ჩვენი სახლია“ ფარგლებში კლასის საათი ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი თამილა ჭოლაძე გახლავთ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ისაუბრეს ოჯახზე და სკოლაზე, როგორც საზოგადოების სოციალურ ჯგუფზე, ააგეს სკოლა - ოჯახის საერთო და განმასხვავებელი ნიშნებით ვენის დიაგრამა, დღის დროის განაწილების მიხედვით წრიული დიაგრამა, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც სუფევს სიყვარული, მეგობრობა, ზრუნვენ მათი მომავლისათვის, კლასის საათის ბოლოს კი შეავსეს „სურვილების ხე“ სკოლის თემაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კლასის საათი ინტეგრირებული იყო მათემატიკასთან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203