ბარდნალის საჯარო სკოლამ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში აღნიშნა
24-02-2020
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლამ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში აღნიშნა.

„შენ როცა ამ წიგნს ხელში აიღებ“ - ამ სახელწოდების ღონისძიება მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის, მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის, მათი სამსახურების ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

„მადლობა მათ, რომ ამ ლიტერატურული ღონისძიების მომზადება-წარმოდგენა ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლას გვანდეს. და ბოლოს მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებსა და ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელ მთვარისა ახვლედიანს, რომლებმაც ლიტერატურული კომპოზიცია რეკორდულად მცირე დროში მოამზადეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს, რაშიც ლადოს პოეზიისა და წიგნის სიყვარული დაეხმარათ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203