მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და რაიონულ სასამართლოში იმყოფებოდნენ
24-02-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის საჯარო სკოლის VII-IX-XI კლასების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და რაიონულ სასამართლოში, იმყოფებოდნენ.

ვიზიტი სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ფარგლებში დაიგეგმა. სასწავლო ვიზიტისას მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ახლდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ. მისივე თქმით, მომდევნო ვიზიტი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ- მუზეუმშია დაგეგმილი.   

მოსწავლეები და მასწავლებლები ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარებული საინტერესო ლექციისთვის გ. რამიშვილს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203