
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში მზის სისტემაზე საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
„მზის სისტემის პლანეტები და ასტეროიდები“ - ეს იყო გაკვეთილის თემა, რომელიც V კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებს მასწავლებელი რუსუდან ხინიკაძე ხელმძღვანელობდა.
მასწავლებელმა ბავშვებს სკოლის ეზოში მზის სისტემა ცარცით დაუხატა. პატარებმა სხვადასხვა პლანეტები განასახიერეს.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები