საფარლოს საჯარო სკოლაში ექსტერნატის გამოცდა ჩატარდა
24-02-2020
დმანისის მუნიციპალიტეტის საფარლოს საჯარო სკოლაში ექსტერნატის გამოცდა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოცდამ მშვიდ ვითარებაში, გეგმის მიხედვით ჩაიარა.

გამოცდას კომისიის წევრები აკვირდებოდნენ.

ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203