ორჯის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-02-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში სომხური ენის მასწავლებლის, ლუსინე პაპოიანის, ინიციატივით სომხური ენის ვიქტორინა ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ორჯის საჯარო სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება 39 ქულით მეათე კლასმა მოიპოვა, მეთერთმეტე კლასმა კი - 32 ქულა მიიღო.

ვიქტორინა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.

მშობლებმა და ადმინისტრაციამ ლუსინე პაპოიანს საინტერესო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადეს და გამარჯვებულ გუნდს წარმატებები უსურვეს.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203