ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დათვის წვეულება“ მოაწყვეს
24-02-2020
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ივანე კრილოვის ნაწარმოების მიხედვით, „დათვის წვეულება“ მოაწყვეს.

მათი მასწავლებელი სოფიკო დანელია გახლავთ.

„წვეულებაზე“ მოპატიჟებული იყო სხვადასხვა „ცხოველი“, ეს წარმოდგენა მეტად სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისათვის. სახასიათო როლების მორგებით ისინი მეტი ინტერესით ეკიდებიან საგაკვეთილო პროცესს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203