მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს
24-02-2020
მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაფიძის გულის ცენტრს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის კურსის ფარგლებში ეწვივნენ.

მათ გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს და ექიმებისგან გულთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მიიღეს. მოსწავლეებმა პაციენტების როლი მოირგეს და საავადმყოფოს აპარატურის მუშაობას გაეცნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ჩაფიძის გულის ცენტრის სტუმრობით კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203