ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ოლიმპიური დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
24-02-2020

ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით პროექტის - ოლიმპიური დღე პრეზენტაცია შედგა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 4 გუნდი. თითოეულ გუნდს ჰყავდა მენტორი, გუნდებს მენტორობა გაუწიეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა. გუნდები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყანას ორ განყოფილებად - პრეზენტაცია და პერფომანსი. VI და VI კლასების გართიანებულმა გუნდმა წარმოადგინა ესპანეთი, გუნდის მენტორი იყო მარიამ დარსაველია; VII კლასის გუნდმა - ინდოეთი, მენტორი რუსუდან ცქიფურიშვილი; VII კლასის გუნდმა საბერძნეთი, მენტორი - ეთუნა სულუხია, ხოლო VIII კლასმა წარმოადგინა საქართველო, გუნდს მენტორობდა თათია აბზიანიძე.

კონკურსს აფასებდა კომპტენტური ჟიური: ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე-სკოლის დირექტორი, მარიამ მამაიაშვილი-დირექტორის მოადგილე, მარინე კვარაცხელია - საქმის მწარმოებელი, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები - ციალა ჩარგეიშვილი და თამარ მეშველიანი.

გუნდებმა ძალიან საიტერესოდ, შთამბეჭდავად და სახალისოდ წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. დასასრულს სკოლის დირექტორმა, ნუნუ მანაგაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილე ბავშვებს, გაიმართა დაჯილდოება: „ოლიმპიური დღისადმი“ მიძღვნილ პროექტში
საქართველოს საუკეთესოდ წარმოდგენისათვის პრიზით და სიგელით დაჯილდოვდა VIII კლასის გუნდი, რომელმაც დააგროვა 50 ქულა და მოიპოვა 1-ლი ადგილი, მე-2 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VII კლასის გუნდი, მე-3 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VI კლასების გაერთიანებული გუნდი, ასევე, სიგელით დაჯილდოვდა მე-4 ადგილზე გასული VII კლასის გუნდი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან მოსწავლეებს პრეზენტაციების მომზადებისთვის.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203