ვალის N3 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-02-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N3 საჯარო სკოლაში 21 თებერვალს მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით წარდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.