ბერშუეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
24-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თინათინ თინიკაშვილმა, გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
სკოლა პედაგოგს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
გარე დაკვირვება ერთჯერადი პროცესია და მოიაზრებს ერთ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას, თუმცა, ის სამი ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა, გაკვეთილზე დაკვირვება და გაკვეთილის შეფასება.