გაკვეთილის თემა იყო - „საიდან ვიცით საქართველოს ისტორია“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბოლნისის სიონი და წმ.გიორგის სახელობის წუღრუღაშენის ტაძარი, გაეცნენ ისტორიულ წყაროებს.
„მოსწავლეები გაეცნენ ისტორიის წყაროს სხვადასხვა გზებს. ნახეს არტეფაქტი, ჩუქურთმა, ფრესკა და გააცნობიერეს რა მნიშვნელობა ენიჭება მათ ისტორიის შესწავლაში. ნახეს ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული წერილობითი წყაროები- ბოლნისის სიონის წარწერები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.