ქვემო სობისის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
24-02-2020

გორის მუნიციპალიტეტის  ქვემო სობისის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ -ჩემპიონატეტალონის პირველი ტური ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ.

სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.

„ჩვენი სკოლის სასკოლო „ეტალონის" გამარჯვებულს, ლიკა შიუკაშვილს ვუსურვებთ რეგიონალურ ტურში გამარჯვებას!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203