
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტვიშის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.
„პირველი ზარი“ - პირველკლასელთათვის 15 სექტემბერი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც ვეცადეთ ეს დღე ლამაზ და დაუვიწყარ დღედ გვექცია მათთვის“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პირველკლასელებს სწავლის დაწყების პირველ დღეს ბუკები გადაეცათ. პატარებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტო