წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე აღნიშნეს
24-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები, შესაბამისი ინფორმაციები, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით, კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ვიდეორგოლი ნახეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობებით კმაყოფილები დარჩნენ. მათ პედაგოგი მეგი ზიბზიბაძე ხელმძღვანელობდა.

2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203