
დედეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-8 კლასში პროექტების პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე წარმოადგინეს, რომელთაგან აქტუალური იყო ქართველი და უცხოელი მწერლების ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე. მათ წარმოადგინეს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ნამუშევრები.
იხილეთ ფოტოები