წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სიგელები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
მიმდინარე წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს