წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს
24-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დავითობასთან დაკავშირებით ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო აქტივობებით გამოირჩეოდა, ერთმანეთს ცვლიდა ლექსები, სიმღერები, ვიდეომასალები, მე-11-მე-12 საუკუნეების ამსახველი ფოტო მასალა, ეპიზოდები დიდი მეფის ცხოვრებიდან.
მე-4 კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ლობჟანიძეა.
„განსაცვიფრებლად მაღალი დონის ცოდნა გამოამჟღავნეს მოსწავლეებმა, რაც უდაოდ მათი კლასის ხელმძღვანელის და მასწავლებლის ქალბატონ რუსუდან ლობჟანიძის დამსახურებაა, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობითა და რუდუნებით წარმართავს არა მარტო საგაკვეთილო, არამედ სკოლის გარეშე საქმიანობასაც. მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებელს გაწეული შრომისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს